ტავეზები/ამულეტები
- altaweez
- Jul 20, 2022
- 4 min read
Updated: Apr 6, 2023
შამს ალ-ჰურუფის ტავეზები
ტავეზი ამულეტის დანიშნულებით გამოყენებული თილისმის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა ლოცვისა და ნიშან-სიმბოლოების გარდა, წმინდა წიგნებიდან და ჰადითებიდან ამოღებული სტროფებისგან იქმნება. ტავეზი "ძალაუფლების" სინონიმია და მრავალი მიზნით გამოიყენება.
შამს ალ-ჰურუფის თილისმა უძლიერეს აკუმულირებულ ენერგიას მოიცავს და უფლის განგებით და ნებით, ვინც მას შეიმოსავს, იმ წყალობით აღივსება, რაც კონკრეტულ ტავეზშია ჩადებული.

ტავეზი, რომელიც უფლის განგებით და ნებით, დამხმარედ ევლინება მისით შემოსილს, ზუსტად იმ ძალით ივსება, რომელიც მის მფლობელს სჭირდება კონკრეტული ნების განხორციელებისთვის. არსებობს ხანგრძლივი და ერთჯერადი გამოყენებისთვის შექმნილი ტავეზები, რომელიც მიემართება ბიზნეს-საქმიანობაში წარმატებას, ჯამრთელობას, სამსახურს, ხელშეკრულების დადებას, დაცულობას, კეთილდღეობას, სიმდიდრეს და უფლის განგებით და ნებით, იმ მრავალ სხვა მიზანს, რასაც ადამიანი ინებებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება - ნებისმიერ ჩვენგანს თავისი გზა, თავისი შესაძლებლობები და მოცემულობები გააჩნია. ტავეზი იქნება ეს თუ ნებისმიერი სახის სხვა ამულეტი, ისინი გვეხმარებიან ჩვენს მიერ დასახული მიზნის მისაღწევად, აძლიერებენ ჩვენს ენერგეტიკულ მდგომარეობას და მოქმედებენ მომავლის თუ აწმყოს სფეროს იმ მომენტებზე, რომელთა განხორციელებაც რეალური და მიღწევადია. მაგალითად, თუ თქვენ არ გაქვთ არანაირი შემოსავლის წყარო და პერსპექტივა, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს ფინანსების მოზიდვის ტავეზის დამზადებას და გამოყენებას, რადგან პირველ რიგში უნდა მოიძებნოს ის წყარო, ის საქმიანობა და სფერო, რომლიდანაც შეიძლება ამ ფინანსების მოდინების აქსელერაცია თქვენსკენ. ამულეტი არ არის ჯადოსნური კვერთხი, რომელიც არარსებული მატერიისგან ქმნის რაღაც ღირებულს - ის მხოლოდ გეხმარებათ რეალური და განხორციელებადი მიზნების მიღწევაში. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი - თქვენი მიზნები და ამოცანები მხოლოდ მაშინ არის მისაღები ტავეზის შესაქმენლად, თუკი ისინი არ მოდიან კონფრონტაციაში სხვა ადამიანების ჯანმთელობასთან, სიცოცხლის, საკუთრების და თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებებთან. არც ერთ შემთხვევაში ჩვენთან არ იქმნება ისეთი ტავეზი, რომელიც აზიანებს თქვენი ან ნებისმიერი სხვა ადამიანის თუნდაც უმნიშვნელო უფლებებსა და სიკეთეებს.

ინტერნეტ სივრცეში უამრავ ტავეზებს შეხვდებით, რომელთა უმეტესობა იმიტომ არ მუშაობს, რომ ხშირად, ნაცვლად მათზე სპეციალური წესების დაცვით მუშაობისა, უბრალოდ, პრინტერზე ამობეჭდავენ ხოლმე, სტიკერების სახეს აძლევენ ან სხვის შექმნილს გადახატავენ, განსხვავებით სპირიტუალურად დამუხტული თილისმებისგან. ჩვენი თითოეული ტავეზი წმინდა წიგნებიდან ამოღებული ხელნაწერი სტროფებისგან შედგება, თანდართული აქვს ნიშნები, მინაწერები და სპეციალურად მისთვის დამზადებული ნელსაცხებლებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, კერძოდ ჩვენი ამულეტები მზადდება აჰმად ალ ბუნის, იბნ მუჰიდინ ალი ალ-ანდალუსის (რომელიც დასავლურ ეზოთერულ ტრადიციაში იბნ არაბის სახელითაა ცნობილი), მანუსკრიპტების კორპუსის მიხედვით, ასევე განსხვავებით სხვა ტავეზებისგან, ჩვენს ამულეტებში გამოიყენება შეიხ შინაბ ადდინ ალ მაღრიბის მანუსკრიპტში მოცემული მეფე სოლომონის, აბრაამის, იაფეტის, იცხაკის , მეფე დაუდის , იაკობის და ქამის, კოპტური და დამასკური ანბანი და გლიფები. შამს ალ-ჰურუფის ტავეზებში ყველა სახის სულიერი კურთხევა, ლოცვა და სიმტკიცე დევს.
გამომდინარე იქიდან, რომ შამს ალ-ჰურუფის თილისმების შექმნაზე საკმაო ხანი და ძალა იხარჯება, ტავეზები საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობს. დღესდღეობით, ტავეზების თილისმა ნებისმიერი მიმართულებით მოქმედებისთვის შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ვინაიდან, თითოეულში მხოლოდ ერთი მიზნისთვისაა კონცენტრირებული სულიერი ძალა, ერთი ტავეზი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი კონკრეტული ნების განხორციელების დასახმარებლად.

უფლის განგებით და ნებით, შამს ალ-ჰურუფის თილისმა თავისი პოტენციალის 100%-ს ავლენს და მისი მოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დგას, თუკი ადამიანი ზუსტად გაითვალისწინებს თილისმა/ამულეტების მოხმარების წესებს, რომელიც მათ მოყვება. თილისმა არ საჭიროებს დამუხტვის პერიოდს და მყისვე იწყებს მოქმედებას, როგორც კი პიროვნება მისით შეიმოსება.

დღესდღეობით, ირგვლივ ძალიან ბევრი ცრუ ტავეზია, რომლებიც მართალია, ატარებენ სხვადასხვა წარწერებს და ნიშნებს, თუმცა არ გააჩნიათ სულიერი ძალა და არც სათანადო ლოცვებით არიან აღვსილნი. მსგავსი ცრუ ტავეზები საშიშია და მათი ტარება კარგს არ მოიტანს. ამიტომ იყავით ფრთხილად მსგავსი თილისმების არჩევისას

ქვემოთ მოცემულია სია, თუ რა მიზნით შეგვიძლია თქვენთვის მათი შექმნა და როგორ შეიძლება მათი გამოყენება:
სიყვარულისთვის - ტავეზი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი სახისა და ფორმის სასიყვარულო ურთიერთობისთვის. უფლის განგებით და ნებით, ტავეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას თაყვანისმცემელთან, მეუღლესთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ან ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობასთან მიმართებით. ამ შინაარსის მქონე ტავეზის გამოყენებას უფრო ქორწინებაში მყოფ წყვილს ვურჩევდით, ან წყვილს, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებიან და სურთ, თავიანთი ურთიერთობა კანონიერ ურთიერთობად ჩამოაყალიბონ.

სამსახურისთვის - ტავეზი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ ზრდასა და სამსახურეობრივ საქმიანობაში. თუ სამსახურს ეძებთ, დაწინაურებას ელით ან თქვენს კანდიდატურას განიხილავენ სამსახურში ასაყვანად, მაშინ, ეს ტავეზი გჭირდებათ.
სხვადასხვა სახის ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამებით (წყევლა, ავი თვალი, მაგიური ზემოქმედება, ავსულების, ჯინების, ხოდამით) შეპყრობის დროს - ყველა გამოცდილი სულიერი მასწავლებლისთვის ცნობილია, რაოდენ რთულია, მსგავსი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. ამ დროს ეს ტავეზი დამატებითი ენერგიით აღგავსებთ, მცველად დაგიდგებათ წმენდის პროცესის წარმატებით დასრულებისა და შეპყრობილის განთავისუფლების შანსებს მკვეთრად გაზრდის.

დაცვისთვის - ძლევაშემოსილ ტავეზს შეუძლია ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ მცველად მოგევლინოთ. იმ სულიერი ენერგიის მეოხებით, რომელსაც თქვენს აურაში შემოიტანს, ბოროტი თვალისგან, სულიერი თავდასხმებისგან, სხვის მიერ თქვენსკენ მომართული ნეგატიური პროგრამებისგან,ფიზიკური უძლურებიდან და უიღბლობისგან განთავისუფლდებით. ყველა თქვენი საქმე, ინტერესი და შრომა დაცული იქნება.

დაცვა საგზაო შემთხვევებისგან - ეს ტავეზი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხანგრძლივ მოგზაურობაში ან მგზავრობაში მიდიან. ასეთი ტავეზი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და ღვთის ნებით, საგზაო შემთხვევისაგან და გზაში უსიამოვნო პრობლემებისგან დაგიცავთ.

ალკო და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლისთვის - ტავეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული და საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას მავნე ჩვევისგან განთავისუფლების პროცესში.
საჯარო ცნობადობისა და პატივისცემის ზრდა - ტავეზის დახმარებით, შესაძლებლია, კლიენტებსა და ამა თუ იმ საზოგადოების წევრებს შორის სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება.

ცხოველებისგან დაცვა - ეს ტავეზი იდეალური საშუალებაა, თავი დაიცვათ შინაური და გარეული ცხოველების თავდასხმისაგან.
თავდაჯერებისა და თვითშეფასების ზრდისათვის - ტავეზს შეუძლია გაზარდოს და გააუმჯობესოს თქვენი თვითშეფასება და თავდაჯერება, რაც დაგეხმარებათ, საუკეთესო შედეგი აჩვენოთ თქვენს საქმეში, სამსახურში, მოლაპარაკებებსა და გასაუბრებაში.
სიღარიბისგან და გაღარიბებისგან დაცვა - ტავეზი აუმჯობესებს საარსებო საშუალებების მოპპოვებასა და შენარჩუნებას და გეხმარებათ მდგრად განვითარებაში.

უნაყოფობის, ბავშვის ჩასახვის, და დედის მუცელში მყოფი ჩვილის ფიზიკური და სულიერი დაცულობისთვის - ტავეზი მზადდება ორსულობის მოსურნე და ორსული დედებისათვის, რათა თავიდან იქნას არიდებული ბავშვის/ბავშვების ფიზიკური ავადმყოფობა და მათზე ნეგატიური გავლენები

ჯანმრთელობისთვის.

რთული ყოფა-ქცევის მქონე ბავშვებისთვის - ძლევაშემოსილი ტავეზი მზადდება იმ ბავშვებისთვის, ვისაც ქცევის პრობლემა აქვს. იგი ეხმარებათ, რომ აღმოიფხვრას ყველა ის შინაგანი პრობლემა, რომელიც ნეგატიური გავლენებითაა პროვოცირებული.
მეხსიერების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის - ტავეზი შეიძლება შეიქმნას მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით, რაც საშუალებას მოგცემთ, ადვილად აითვისოთ საჭირო ცოდნა.

პოპულარობისა და სიყვარულისთვის.
ბიზნესში წარმატებისა და მოგებისათვის.

ქალბატონისთვის ან მამაკაცისთვის ღირსეული მეწყვილეს მოძიებაში ენერგეტიკული-მაგიური დახმარებისათვის, ასევე ქალური შარმის, მომხიბვლელობის ან მამაკაცური ენერგიის გაძლიერებისათვის

შამს ალ-ჰურუფის ტავეზის მოქმედება 7-დან 99 დღის ვადაში აღწევს ზენიტს. ზოგიერთი ტიპის ტავეზის შექმნისთვის, შეიძლება კონკრეტული პირადი ნივთის გამოყენება გახდეს საჭირო.
მნიშვნელოვანია, დაგვეკონტაქტოთ და დეტალურად განვიხილოთ თქვენი საჭიროებები, მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, რათა თილისმის მოქმედების არეალი და მისთვის საჭირო ძალა ზუსტად ჩამოყალიბდეს. თუკი ამ სიაში ვერ იპოვეთ ისეთი ტავეზის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გესაჭიროებათ, დაგვიკავშირდით და სპეციალურად თქვენთვის შევქმნით მას.

ამულეტები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, არის რამოდენიმე ფორმატის და შესაბამისი კატეგორიისდა მათ შორის განსხვავებები დამოკიდებულია მოცულობაზე ანუ ფორმატზე. რაც უფრო დიდ ფორმატზეა ის შესრულებული, მით მეტი სიმბოლოა მასზე დატანილი და შესაბამისად მით უფრო ძლიერი და ქმედითია ტავეზი/ ამულეტი. ასევე, შესრულების მასალის მიხედვით, ამულეტები იყოფა ორ კატეგორიად. არის მაღალხარისხიან, 350 გრ შავი ფერის Fabiano-ს ქაღალდზე შესრულებული ტავეზები, რომელზეც სიმბოლოები დაიტანება მეტალისფერი საღებავებით და ფასი მოცემულია 1000 ლარიდან და 3000 ლარამდე.
ასევე ამულეტები მზადდება ეგვიპტური სელის სპეციალურად დამუშავებულ ქაღალდზე,სპეციალურად მომზადებული ზაფრანის და ვარდის წყლის მელნით რომელიც დაიტანება ქაღალდზე ლერწმის კალმით, რაც გამორიცხავს ამულეტის შექმნისას ნებისმიერი არაორგანული წარმოშობის საგნით ან ნივთიერებით ზემოქმედებას და შესაბამისად, ამგვარი სახით დამზადებული ამულეტის ქმედითუნარიანობა და ენერგეტიკული ხარისხი უფრო მაღალია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვეაში, როდესაც რთული ამოცანა/მიზნისთვის ხდება ინდივიდუალურად ამულეტის დამზადება, ფასი დამოკიდებული იქნება გაწეული შრომის მოცულობაზე.




Comments