"ალ ჰაირ ნურ ალ ბარი"ს ფინანსების ამულეტი და ტომსიკა
- altaweez
- Jul 22, 2022
- 2 min read
აღმოსავლური მისტიციზმის უმაღლესი მიზანი ღმერთის შეცნობა და მომავალ, სამარადისო ცხოვრებაში სიმშვიდისა და სიხარულის მოპოვებაა. მაგრამ გარდა ამისა, არაბი მისტიკოსები მუდამ ცდილობდნენ ადამიანისთვის ისეთი საშუალებები და პრაქტიკული მეთოდოლოგია მიეწოდებინათ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარებოდა სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტაში, რადგან წარმატება და წინსვლა ამ წუთისოფელში იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადამიანს საშუალებას აძლევს ღირსეულად გაართვას თავი ამ პრობლემებს და ყოფითი პრობლემების მოგვარების-და კვალად, სულიერ სარბიელზეც შეძლოს მადლის მოხვეჭა და მოპოვება. სწორედ ამიტომ მილიონობით ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა მსგავსი პრაქტიკების და საშუალებების განხორციელებას, რომლის ერთ ერთ შესანიშნავ და მეტად იშვიათ მაგალითს ქვემოთ გთავაზობთ.
ეს ფინანსების ტომსიკა და ამულეტი დამზადებულია ერთ ერთი ყველაზე საიდუმლო და მისტიური ნაშრომის - Sharhu-al- Barhatiyah მანუსკრიპტების მიხედვით, რომლის ავტორი ცნობილი აბულ აბბას აჰმად იბნ იუსუფ ალ -ბუნი გახლავთ. ამულეტის შექმნისას გამოყენებულია Ilm al-huruf (ასოთა მეცნიერების), Huruf e Muqattaat (საიდუმლო ასოების), აბჯადის (რომლის მიხედვითაც არაბული ანბანის თითოეულ ასოს თავისი რიცხობრივი შესატყვისი გააჩნია) და ატროლოგიურ/ნუმეროლოგიური მეთოდი გეომანტიკის მიხედვით. ამულეტზე და ტომსიკაზე ასევე დატანილია ალ-მაღრიბის მიერ მოცემული სოლომონის უძველესი გლიფები და ეს ყოველივე ემსახურება ამ ამულეტის მფლობელის მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, და კერძოდ კი ფინანსური ნაკადების მოზიდვას მისთვის.
საერთოდ, სუფიების ტრადიციაში, რიცხვები და ასოები განიხილება როგორც შუამავლები ღმერთსა და ადამიანს შორის. ამულეტზე დატანილი ალ-ნურის გრაფიკა შედგება 4 და 5 განმეორებადი ასო „ნუნ“ ისგან. ციფრი 4 სუფიებისთვის პროფანულ, ანუ ჩვენს მატერიალურ სამყაროსთანაა ასოცირებული, ხოლო ციფრი 5 -მარადიულ გამოვლინება/მანიფესტაციებთან, ხოლო ასო „ნუნ“ ზეაღსვლასა და წარმატებასთან. ასევე, აბჯადის სისტემის მიხედვით, ასო „ნუნ“ -ის რიცხობრივი შესატყვისია ციფრი 50, რომელიც თავისთავად წარმოადგენს შემოსავალს და მოგებას აღმოსავლურ ტრადიციაში. ამულეტზე დატანილია 45 ასო „ნუნ“ , ხოლო 4+5 გვაძლევს ციფრს - 9 ს, ციფრს რომელიც თავის თავში შეიცავს ასრულების, მიღწევის, და ახალი ციკლის/დასაწყისის იდეას. ამულეტის შუაში დატანილი ორი საიდუმლო სიტყვა კი აძლიერებს ამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს და აძლევს მას მატერიალური და კერძოდ კი ფინანსური ზრდის მიმართულებას.
ამულეტზე და ტომსიკაზე ასევე დატანილია ალ ბარის და Mushtar(იუპიტერის) მაგიური კვადრატები და ფინანსური სახსრების მომზიდველი/დამჭერი „ალ ჰაირის“ თილისმა და დამასკური გლიფები. ეს ყოველივე ისეა შედგენილი, რომ ტომსიკის და აჰარის სპეციალურ ქაღალდზე ზაფრანის და ვარდის წყლის მელნით შესრულებული ტავეზი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. ამულეტი ინახება მისი მფლობელის საფულეში, ხოლო ტომსიკის შენახვა უპრიანია სახლში. ეს მაგიური თილისმა შესრულებულია მიზნისთვის შესაბამის ასტროლოგიურ საათში, და დიაგნოსტირებულია გეომანტიკური საშუალებით.










Comments