top of page
  • Black Facebook Icon
  • Instagram
Search

ხშირად დასმული შეკითხვები

Updated: Jul 22, 2022

როგორ ხდება ამულეტის შეკვეთა?

ამულეტის დამზადების სურვილის შემთხვევაში გვიკავშირდებით საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე -592520000 ან მეილის საშუალებით altaweez@gmail.com . ჩვენი თოთოეული ტავეზი/ამულეტი მზადდება ინდივიდუალურად, და არ არსებობს რაიმე კონკრეტული შაბლონი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგვიკავშირდეთ და განვსაზღვროთ,თუ რა მიზნისთვის გსურთ მისი შექმნა, რა ფორმატზე, რა თემაზე და ა.შ.


როგორ ხდება ამულეტის თანხის გადახდა და მისი მიწოდება?

ამულეტის დამზადების თანხის გადახდა ხდება საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებული იქნება გასაუბრების დროს, თანხის გადმორიცხვით ან საბანკო აპარატში შეტანით. მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება საკურიერო მომსახურებით, საქართველოს მასშტაბით - საქართველოს ფოსტის მეშვეობით, ხოლო სხვა ქვეყნებში - DHL -ის საშუალებით. (DHL გზავნილის საფასურს იხდის მყიდველი)



შეიძლება თუ არა ამ ტავეზების გამოყენება სხვა სახის ამულეტებთან ერთად?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამულეტის დამზადებამდე მოხდეს ამ საკითხების გარკვევა ჩვენთან, რადგან არსებობს გარკვეული სახის და ტიპის ამულეტები, რომლებთან ერთადაც ჩვენი ტავეზების მოხმარება არ არის რეკომენდირებული, რადგან დღეს დღეობით ეზოთერული სივრცე სავსეა სხვადასხვა უსარგებლო და მავნე ამულეტებით,

ამიტომ ამ საკითხის განხილვა უპრიანი იქნება სანამ შეკვეთა განხორციელდება


შესაძლებელია თუ არა იმის განსაზღვრა წინასწარ, თუ რა სახის ამულეტი უნდა დამზადდეს?

ტავეზის/ამულეტის დამზადებამდე ჩვენთან ხდება დიაგნოსტირება ტაროს/რუნების დივინაციით, თუ რამდენად საჭიროებთ და რა სახის ამულეტის დამზადება იქნება თქვენთვის საუკეთესო. დიაგნოსტიკის ღირებულება, თუ თქვენ იძენთ ჩვენს ამულეტს, შედის ამულეტების მითითებულ ფასში, და აღარ გიწევთ მასზე ცალკე თანხის გადახდა.


რას მაძლევს საიტზე დარეგისტრირება/გამოწერა?

საიტზე დარეგისტრირების/გამოწერის შემთხვევაში თქვენთვის გათვალისწინებული იქნება ფასდაკლებები ამულეტებზე და თილისმებზე. პირველ შენაძენზე ფასდაკლება არის 10%, ხოლო შემდგომ - მზარდი პროცენტით.




 
 
 

Comments


Shams  Al-Huruf

T:   +995 592 520 000

E:  altaweez@gmail.com

მადლობა, გამოგზავნისთვის!

© 2022 Shams Al-Huruf

bottom of page