top of page
  • Black Facebook Icon
  • Instagram
„ალ’ჰაჯრის“  ამულეტი

„ალ’ჰაჯრის“ ამულეტი

2 000,00GELPrice

„ალ’ჰაჯრის“ ეს ამულეტი, რომელიც ცისარტყელის ფერის, სპეციალური ვარკვლავის და სხივისებრი ფორმის ჭრილი ობსიდიანისგან შედგება, 28 დღიანი დამუხტვის და მთვარის ციკლის ყოველდღიური შესაბამისი აბჯადის რიტუალების მიხედვით დამზადებული რუჰანიის ამულეტია. თავდაპირველად, ამ ქვაზე მუშაობის დაწყებამდე, ჩანაფიქრი მქონდა დამემზადებინა ამულეტები პლანეტარული ენერგიების მიხედვით, მაგრამ მუშაობის პროცესმა და ასევე გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა, და საბოლოოდ , სანამ სხვისთვის დავამზადებდი რაიმე სახის ამულეტს, გადავწყვიტე ჯერ საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი რადგან ამ „წესით“ პირველად მოვკიდე ობსიდანის ქვას ხელი. მიზანი გახდა ისეთი ამულეტის დამზადება, რომელიც, პირველ რიგში, მოახდენდა წლების განმავლობაში ტოქსიკური გარემოებების-და გამო დაგროვილი უარყოფითი ენერგიების მინიმიზაციას და ციკლური, დრომოჭმული და შესაბამისად უკვე მავნე ურთიერთობების და ირიბი გავლენების ჩამოცილებას და აღმოფხვრას. მეორე, და ზემოთქმულიდან გამომდინარე ამოცანა იყო ყოველდღიური ენერგეტიკული ცირკულაციის შესაბამისობაში მოყვანა პლანეტარულ ენერგიებთან და ისეთი გარემოს ორგანიზება, რომელიც მფლობელის ჩარევის დამოუკიდებლად შეძლებდა ამ ცირკულაციის შეუფერხებელ დინებას და რაც მთავარია, იმ „პერიმეტრის“ დაცვას, საიდანაც ათასგვარი გაუგებრობებისა და სირთულეების ნაკადი მოედინება ჩვენს ცხოვრებაში.

რაც ამ „ალ’ჰაჯრის“ ამულეტს განასხვავებს ცალკე ტავეზის თილისმისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ტავეზი, გასაგები ენით რომ ავხსნა, არის ის „ინსტრუმენტი“, რომელიც მზადდება ადამიანისთვის, რათა მისი გამოყენებით გაუმკლავდეს გარკვეულ პრობლემებს, ან მიიღოს გარკვეული სახის სიკეთე და ა. შ. „ალ’ჰაჯრის“ ამ ამულეტის ქმედების პრინციპი სრულიად განსხვავებულია - ის არ მოითხოვს თითქმის სამთვიან დამუხტვას და რიტუალებს. ეს არის ის ენერგეტიკულად დამუხტული „სივრცე“, რომელიც იზიდავს და კონცენტრაციას ახდენს რუჰანიის იმ ნათელი ენერგიების, რაც ჩვენი არსებობისთვისაა სასარგებლო და აუცილებელი. უბრალო და გასაგები ენით რომ ავხსნა, დავუშვათ თქვენ გაქვთ რაღაც ყოფითი პრობლემა სახლში მოსაგვარებელი და ამისთვის გჭირდებათ გარკვეული სახის ინსტრუმენტი. ტავეზი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირად ადამიანებს, გამომდინარე ცხოვრების არასწორი წესის, ან შეუსაბამო აზროვნების და ცნობიერების, ან თუნდაც ბანალური სიზარმაცის გამო უჭირთ ამ ინსტრუმენტის სათანადო აქტივაცია. „ალ’ჰაჯრის“ ქმედების პრინციპი სრულიად განსხვავებულია როგორც ტავეზისგან, ისე უბრალოდ მინერალის სასარგებლო თვისებების ქმედებისგან. ფაქტიურად, ეს არის შესაბამისი წესით დამზადებული ამულეტი, რომელიც მოქმედებს არა როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც მისი მფლობელის დამხმარე თანამგზავრი, რომელიც ამ ადამიანის სასიცოცხლო ველში და გარემოში აწესრიგებს ისეთი ენერგიების ცირკულაციისთვის აუცილებელებელ ველს, სადაც ქაოსური და მავნე ჩარევებისთვის ადგილი მინიმიზირებული რჩება. ობსიდიანის ქვის ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე, მისი შესაბამისი და მიზანმიმართული წინასწარი დამუხტვის შედეგად, რომელიც დეტალურად არის აღწერილი არაბულ წყაროებში, აქ იწყება ერთგვარი „დაცვითი გარსის“ შექმნა, რომელიც ჩვენს შინაგან ენერგეტიკულ ბალანსს ეხმარება აღდგენაში და ჩვენივე შინაგანი მდგომარეობის მოწესრიგების შედეგად ხდება ამ ამულეტში კონცენტრირებული ენერგიების მეშვეობით გარემოს და ვითარებების ჩვენდა სასიკეთოდ შეცვლა. უამრავი სახის ქვა და მინერალი არსებობს, რომელთა სასარგებლო თვისებები დეტალურად და უხვად არის აღწერილი და ცნობილი, მაგრამ მათ შორის არის რამოდენიმე- ვიმეორებ, რამოდენიმე მინერალი, რომელიც გარკვეული გარემოებების შედეგად, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, ყველაზე უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა ყოფიერების იმ მოდუსში, რომელშიც ადამიანი არსებობს. კონკრეტული დეტალების ცოდნა მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო და საჭირო, როდესაც ადამიანი ამ ამულეტის მოხმარებას იწყებს, ასე რომ მოკლედ ვიტყვი: ეს არის ამულეტი, რომელიც მზადდება ორი სახით - ერთი, რომელიც შესაძლებელია იყოს სახლში ან ოფისში ან მანქანაში,მეორე კი - ზომით უფრო პატარა, რომლის ტარებაც თან შესაძლებელია.

Quantity
Shams  Al-Huruf

T:   +995 592 520 000

E:  altaweez@gmail.com

მადლობა, გამოგზავნისთვის!

© 2022 Shams Al-Huruf

bottom of page